logo_geo
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ხელისუფლება კიდევ 49 სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება
- +

15 ოქტომბერი. 2020. 17:33

 

 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ხელისუფლება თავდაცვის ძალების კიდევ 49 სამხედროს დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

 

ამგვარად, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალების მხრიდან დაღუპული სამხედროების საერთო რაოდენობამ 604 შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული მხარე სამხედროებს შორის დანაკარგის შესახებ მონაცემებს კვლავ არ ასაჯაროებს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, 27 სექტემბრიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან თავდასხმების შედეგად გარდაიცვალა 43 მშვიდობიანი მოქალაქე, 218 კი დაშავდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი