logo_geo
დიდი ბრიტანეთი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა
- +

15 ოქტომბერი. 2020. 18:13

 

 

დიდი ბრიტანეთი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის მოწამვლის გამო რუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციებს აწესებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

 

მათი ცნობით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ სანქციებს დააწესებს ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებსაც კავშირი აქვთ ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობასა და მოწამვლასთან.

 

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის დანაშაულებრივ მოწამვლასთან. რუსეთის სახელმწიფოს მიერ ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ, პასუხი ვაგებინოთ დამნაშავე პირებს“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივნის, დომინიკ რააბის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე სანქციები ექვს ფიზიკურ პირსა და ერთ იურიდიულ პირს დაუწესა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი