logo_geo
დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ამომრჩევლებს კითხვა-პასუხის რეჟიმში, პირდაპირ ეთერში, ერთსა და იმავე დროს უპასუხებენ
- +

15 ოქტომბერი. 2020. 18:18

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი „დემოკრატი“ მეტოქე ჯო ბაიდენი კითხვა-პასუხის სესიებს გამართავენ, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ორივე კანდიდატი ამომრჩევლების კითხვებს პირდაპირ ეთერში, ხუთშაბათს საღამოს, ერთსა და იმავე დროს უპასუხებენ.

 

პრეზიდენტ ტრამპის კითხვა-პასუხის სესია NBC-ზე, ბაიდენის კი ABC-ზე გავა ეთერში.

 

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის 15 ოქტომბრისთვის დაგეგმილი მეორე სატელევიზიო დებატები გაუქმდა. საპრეზიდენტო დებატების კომისიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირტუალურ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი