logo_geo
ტაილანდში საპროტესტო აქციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

15 ოქტომბერი. 2020. 18:46

 

 

ტაილანდის მთავრობამ, დედაქალაქ ბანგკოკში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამართვას კრძალავს. ამის შესახებ „The Washington Times“ წერს.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მომიტინგეებმა მაინც არ შეწყვიტეს პროტესტი და ისინი კვლავ პრემიერ-მინისტრ პრაიუტ ჩან-ოჩას ოფისთან შეიკრიბნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ, რა დროს სპედანიშნულების რაზმი გამოჩნდა, რომლებმაც მომიტინგეები დაშალეს და 20 მათგანი დააკავეს, მათ შორის 2 საპროტესტო აქციის ლიდერი.

 

„ეს საჭირო იყო, რადგან დამნაშავეთა გარკვეული ჯგუფები ბანგკოკის რაიონში სხვადასხვა მეთოდით მიზნად ისახავდნენ არაკეთილსინდისიერი ინციდენტის განხორციელებას. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს გადაადგილებაში", - აღნიშნულია საგანგებო დეკლარაციაში.

 

ტაილანდში საპროტესტო აქციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მონარქიის წარმომადგენლებს კანონი იცავთ. მათი შეურაცხყოფისა და კრიტიკის გამო დაწესებული სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი