logo_geo
ნამიბიის წყლებში 5 000 ათასი მკვდარი სელაპი იპოვეს
- +

16 ოქტომბერი. 2020. 20:38

 

 

ნამიბიის ოკეანეების კონსერვაციის ხელმძღვანელმა დრონის საშალებით 5 000 ათასი მკვდარი სელაპი აღმოაჩინა. ამის შესახებ The Guardian წერს.

 

 

„წელიწადის ამ დროს მკვდარი სელაპების ხილვა გასაკვირი არაა, მაგრამ არა ამ რაოდენობის", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის სტელენბოსის უნივერსიტეტის მკვლევარმა.

 

 

მეცნიერების თქმით, სელაპები ძირითადად ნამიბიასა და სამხრეთ აფრიკის სანაპიროებზე ბინადრობენ. ქალი სელაპები ძირითადად ნოემბერსა და დეკემბერში მშობიარობენ. საკვების დეფიციტის გამო ისინი თავიანთ შვილებს ტოვებენ და ნაყოფსაც იშორებენ.

 

 

მკვლევართა აზრით, შესაძლოა, მკვდარი სელაპების რაოდენობა უფრო მეტიც იყოს, მაგრამ ამის გარკვევა შეუძლებელია, რადგან მკვდარ სელაპებს მტაცებლები ჭამენ.

 

 

მეცნიერები, რომლებიც მათი სიკვდილიანობის მიზეზს ეძებენ, შიშობენ, რომ მომავალ წლებში მათი შობადობა საგრძნობლად შემცირდება და სავალალო შედეგი დადგება.

 

 

ერთ-ერთი მკვლევარი ამბობს, რომ სელაპების სიკვდილის მიზეზი, შესაძლოა, საკვების ნაკლებობა, დაავადება და ტოქსინები იყოს, თუმცა ამის დასადასტურებლად საკმარისი კვლევა ჯერჯერობით არ არსებობს.

 

 

მეცნიერები აგროვებენ მონაცემებს ანალიზისთვის, სელაპების დასათვლელად დრონებს იყენებენ და აგროვებენ ბიოლოგიურ ნიმუშებს მიზეზების დასადგენად. მათ ასევე განაცხადეს, რომ მსგავსი მასშტაბური სიკვდილიანობა დაფიქსირდა 1994 წელს. მაშინ მიზეზად კვების არასწორი კომბინაცია და ბაქტერიული ინფექცია დასახელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი