logo_geo
პარიზის გარეუბანში სკოლის მასწავლებელს თავი მოკვეთეს
- +

16 ოქტომბერი. 2020. 22:40

 

 

საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში სკოლის მასწავლებლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

როგორც ფრანგული მედია იუწყება, ინციდენტი ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში მოხდა. პოლიციამ თავმოკვეთილი მამაკაცის ცხედარი ადგილობრივი სკოლის მახლობლად აღმოაჩინა.

 

 

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის მსხვერპლი ადგილობრივი სკოლის ისტორიის მასწავლებელია, ხოლო სავარაუდო თავდამსხმელი კი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი გაკვეთილებზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა.

 

 

მოგვიანებით პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში აღმოაჩინა. მამაკაცი პოლიციელებს ცივი იარაღით დაემუქრა, რის შედეგადაც პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა.

 

 

big_banner
არქივი