logo_geo
პანდემიის გამო, ბრიტანეთში წყვილებს შეხვედრა აეკრძალათ
- +

17 ოქტომბერი. 2020. 02:40

 

 

ბრიტანეთში წყვილები, რომლებიც ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ვალდებულნი არიან, რომ სოციალური დისტანცირების წესი დაიცვან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ მრავალწლიანი ურთიერთობა აქვთ. სახელმწიფოს ამ მიდგომის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 

 

პრემიერმინისტრის წარმომადგენლის განმარტებით, ეს შეზღუდვა მართლაც აშფოთებს წყვილებს, მაგრამ ეს ზომები ინფიცირების ჯაჭვის გასაწყვეტად არის შემოღებული.

 

 

ცნობილია, რომ ინგლისში ეპიდვითარების გაუარესების გამო შემოიღეს სამდონიანი შეზღუდვები. პირველი მოქმედებს რეგიონებში, სადაც ვირუსის გავრცელების საშუალო მაჩვენებელია, მეორე – მაღალში, მესამე კი – ძალიან მაღალში.

 

 

შეზღუდვები წყვილების შეხვედრებზე მოქმედებს მეორე და მესამე დონეებზე. ამ მიდგომამ მოსახლეობის ნაწილში პროტესტი გამოიწვია.

 

 

ბრიტანეთში ეპიდვითარება სექტემბრიდან გაუარესდა. გაერთიანებული სამეფო მესამეა ევროპაში ინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით. მსოფლიოში ამ დროისთვის კორონოავირუსით ინფიცირების 39 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი