logo_geo
ქალაქ განჯის დაბომბვის გამო, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის არმიის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი გაანადგურა
- +

17 ოქტომბერი. 2020. 16:22

 

 

 

ბაქოს ინფორმაციით, ქალაქ განჯის დაბომბვის გამო, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის არმიის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობა გაანადგურა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ პოზიციებზე ავიაიერიშების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქ განჯაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა.

 

სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული არმიის დანაკარგებზე ავრცელებს ინფორმაციას. ერევანში აცხადებენ, რომ განადგურებულია კიდევ ხუთი ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი თვითმფრინავი და 150-მდე ჯარისკაცი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი