logo_geo
გერმანიის პრეზიდენტი კარანტინში გადაიყვანეს
- +

17 ოქტომბერი. 2020. 22:15

 

 

 

გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კარანტინში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ გერმანული საინფორმაციო გამოცემა Bild იუწყება.

 

გამოცემის ცნობით, შტაინმაიერმა COVID-19-ის ტესტი უკვე გაიკეთა, თუმცა ამ დროისათვის პასუხი ცნობილი არ არის.

 

 

ცნობისთვის, მარტის ბოლოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა, რადგან ინფიცირებულ ექიმთან ჰქონდა კონტაქტი. ამ ხნის განმავლობაში მას კორონავირუსზე სამი ტესტი ჩაუტარდა, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი