logo_geo
ემანუელ მაკრონი: სომხურმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უპირობოდ და მკაცრად უნდა დაიცვან
- +

18 ოქტომბერი. 2020. 00:39

 

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება და აცხადებს, რომ მხარეებმა ამ შეთანხმებას პატივი უნდა სცენ.

 

 

„ცეცხლის შეწყვეტის ეს შეთანხმება ორივე მხარემ უპირობოდ და მკაცრად უნდა დაიცვას. საფრანგეთი ამ საკითხის მიმართ დიდ ყურადღებასა და ერთგულებას გამოიჩენს, რათა საბრძოლო მოქმედებები მუდმივად შეწყდეს და სანდო დისკუსიები სწრაფად დაიწყოს“, - ნათქვამია ემანუელ მაკრონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

შეგახსენებთ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ორი ქვეყნის უწყებებში აცხადებენ, ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი