logo_geo
იაპონიაში გასაბერი სკუტერი შექმნეს
- +

18 ოქტომბერი. 2020. 00:40

 

 

ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გასაბერი ელექტრონული სკუტერი Poimo შექმნეს, რომელიც ყველა მფლობელისთვის ინდივიდუალურია. ამის შესახებ techcul  წერს.

 

 

გამოცემის ცნობით, საკმარისია სკუტერის მწარმოებლებს საკუთარი ფოტო გაუგზავნოთ და ისინი სპეციალურ ოპტიმიზებულ მოდელს შექმნიან.

 

 

სკუტერის დაპროექტება სპეციალური პროგრამით ხდება, თუმცა თითოეულ მფლობელს, მასში ცვლილებების შეტანა შეუძლია. ცვლილებები ძირითადად უკავშირდება დიზაინს. როდესაც მოდელი დაპროექტება, ესკიზს შემკვეთს უგზავნიან. დამტკიცების შემდეგ სკუტერის წარმოება იწყება.

 

 

სკუტერი 7 გასაბერი სექციისგან შედგება, რომელიც მდგრადი ნაჭრისგან მზადდება. ასევე მას ემატება ელექტრონული კომპონენტები - ძრავი და იონური ელემენტი. მზა გასაბერი სკუტერი 9 კილოგრამს იწონის და საათში 6 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი