logo_geo
სომხეთის საგარეო უწყება: აუცილებელია, ცეცხლის შეწყვეტა იყოს სტაბილური
- +

18 ოქტომბერი. 2020. 02:47

 

 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს კონფლიქტის ზონაში, ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ძალისხმევას.

 

 

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანნა ნაღდალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

 

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ არსებული შეთანხმება ეფუძნება 10 ოქტომბრის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც დადგენილია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხება და აღინიშნა ცეცხლის შეწყვეტის პარამეტრების მიღების აუცილებლობა.

 

 

შეთანხმება უნდა იყოს სტაბილური და კონტროლს დაქვემდებარებული“, – წერს ანნა ნაღდალიანი.

 

 

ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ორ ქვეყანას შორის ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი