logo_geo
7 თვის შემდეგ პირველად, საუდის არაბეთში მორწმუნეებს მთავარ მეჩეთში ლოცვის უფლება მისცეს
- +

18 ოქტომბერი. 2020. 14:22

 

 

საუდის არაბეთის მთავრობამ მოსახლეობას უფლება მისცა, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა მეჩეთში, მასჯიდ ალ-ჰარამში ილოცონ, - ამის შესახებ Reuters ადგილობრივ სამთავრობო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს.

 

მეჩეთი მარტში, ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის დაიხურა.

 

ოქტომბრის დასაწყისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს მექასა და მედინაში მოლოცვის, უმრას (მცირე ჰაჯჯი) უფლება მისცა. მუსლიმებს ამის უფლება 6 თვის განმავლობაში არ ჰქონდათ.

 

საუდის არაბეთში კოვიდ-ინფიცირების 342 ათასზე მეტი შემთხვევაა აღწერილი, 5 200-მდე ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი