logo_geo
ნორვეგიაში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
- +

19 ოქტომბერი. 2020. 18:23

 

 

ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა thelocal.no იუწყება. მას შემდეგ, რაც ქალაქში 35 ადამიანი ინფიცირდა, მათი ანალიზები ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტში გააგზავნეს. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სახეზეა კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც აქამდე ჩატარებული ანალიზების დროს აღმოჩენილი არ ყოფილა.

 

ამასთანავე, ტრონჰეიმის მთავარი ექიმი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი უფრო მარტივი გადასატანია და პაციენტებს მძიმე გართულებები არ აღენიშნებათ. თუმცა ეს ვირუსი უფრო გადამდებია, ვიდრე აქამდე ცნობილი SARS-COV-2.

 

ნორვეგიელი სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი უკვე ცნობილი ვირუსის მუტაციის შედეგად წარმოიშვა, თუმცა ამას დამატებითი კვლევები დასჭირდება.

 

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან ნორვეგიაში კორონავირუსის 16 457 შემთხვევა დადასტურდა. 278 პაციენტი გარდაიცვალა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი