logo_geo
ნიუ-იორკში აზერბაიჯანელებმა პროტესტის ნიშნად პირი და თვალები აიკრეს
- +

19 ოქტომბერი. 2020. 18:31

 

 

ნიუ-იორკში ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა. მომიტინგეებმა თვალები და პირი აიკრეს. მათი თქმით, შეკრებილების პროტესტის მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო საზოგადოება და დასავლური მედია „მდუმარედ უყურებს სისხლიან დანაშაულებს, რომელსაც სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სჩადის".

 

აქციის მონაწილეებმა ამერიკულ პრესას მოუწოდეს, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი - არ გაჩუმდნენ, არამედ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის ოკუპაციასა და აგრესიასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატონ.

 

 

„ბოლო დღეებში პრესა აშუქებდა სომხები სისხლიან დანაშაულებებს, კერძოდ განჯაზე თავდასხმებს. აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მიზანი, რომლებიც აშშ-ში სწავლობენ, არის აზერბაიჯანის რუპორად ყოფნა“, - განაცხადა ნიუ-იორკის აზერბაიჯანელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ერჯან იერდელენლიმ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი