logo_geo
არმენ სარგსიანი: NATO-მ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს კითხვას, უჭერს თუ არა მხარს თურქეთის ქმედებებს ყარაბაღის კონფლიქტში
- +

19 ოქტომბერი. 2020. 18:35

 

 

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარგსიანის განცხადებით, NATO-მ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს კითხვას, უჭერს თუ არა მხარს თურქეთის ქმედებებს ყარაბაღის კონფლიქტში.

 

„თუ ბრიუსელში გავემგზავრები, NATO-ს ხელმძღვანელობას მინდა გავესაუბრო იმის თაობაზე, თუ რატომ მონაწილეობს თურქეთი, NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, ომში, რომელთანაც NATO-ს არანაირი კავშირი არ აქვს. რატომ აკეთებს NATO-ს წევრი იმას, რაც სურს, ხოლო NATO კი არაფერს აკეთებს? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ NATO-მ თურქეთს მწვანე შუქი აუნთო?“ - განაცხადა არმენ სარგსიანმა.

 

სომხეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ომიდან, რომელიც თურქეთმა და აზერბაიჯანმა წამოიწყეს, მეორე სირია შეიძლება გამოვიდეს.

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება 17 ოქტომბერს დაიდო, თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი