logo_geo
ირლანდიაში ლოკდაუნი გამოცხადდა
- +

20 ოქტომბერი. 2020. 10:41

 

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, ირლანდის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნი დააწესა.

 

როგორც ირლანდიის მთავრობაში აღნიშნეს, ლოკდაუნის ხანგრძლივობა 6 კვირას შეადგენს, თუმცა, 4 კვირის შემდეგ მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლებელია თუ არა ლოკდაუნის შეწყვეტა.

 

ლოკდაუნის მოქმედების განმავლობაში გადაადგილების არეალი სახლიდან 5 კილომეტრის ფარგლებში იქნება. აღსანიშნავია, რომ სკოლები და ბაღები ფუნქციონირებას განაგრძობენ.

 

 

გარდა ამისა, დაიხურება არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიები, სილამაზის სალონები, რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშავებენ.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირლანდიაში კორონავირუსის 50 993 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 852 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი