logo_geo
ესპანელი DJ ხოსე პადილია გარდაიცვალა
- +

20 ოქტომბერი. 2020. 12:40

 

 

ცნობილი ესპანელი DJ ხოსე პადილია 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. ამის შესახებ „Mirror“ წერს.

 

ბოლო დღეები მუსიკოსმა მის საყვარელ კუნძულ იბიცაზე გაატარა. ხოსე პადილია 1955 წელს ბარსელონაში დაიბადა. 20 წლის ასაკში ის იბიცაზე გაემგზავრა, 1991 წელს კი ლეგენდარული „Café Del Mar“-ის DJ გახდა.

 

 

1995 წელს DJ ხოსე პადილიამ ელექტრონული კომპოზიციების კრებული შექმნა, რითაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. 2001 წელს გამოცემული მეორე ალბომი „გრემის“ ჯილდოს მფლობელი გახდა. სულ ხოსე პადილიას 25-მდე ალბომი აქვს გამოცემული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი