logo_geo
მასწავლებლისთვის თავის მოკვეთის ფაქტზე პარიზში მეჩეთს დაკეტავენ
- +

20 ოქტომბერი. 2020. 15:13

 

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალ დერმანენის გადაწყვეტილებით, რადიკალური ისლამის წინააღდეგ ბრძოლის ფარგლებში, პარიზის გარეუბანში მდებარე მეჩეთს 6 თვით დახურავენ. სწორედ ამ მეჩეთმა გაავრცელა ვიდეომიმართვა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, სადაც მრევლს, მოსწავლეებისთვის მოციქულ მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო, ისტორიის მასწავლებლის დასჯისკენ მოუწოდებდა.

 

ისტორიის მასწავლებლის, 47 წლის სამუელ პატის მკვლელობასთან და თავის მოკვეთასთან დაკავშირებით საფრანგეთის პოლიციამ 15 ადამიანი უკვე დააკავა.

 

სამუელ პატის, როგორც განათლებისთვის მებრძოლ ადამიანს, „საპატიო ლეგიონის" ორდენით დააჯილდოებენ.

 

ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალ დერმანენმა, ისტორიის მასწავლებლის მკვლელობისა და მისთვის თავის მოკვეთის გამო, ექსტრემიზმში 231 ეჭვმიტანილის ქვეყნიდან გაძევება ბრძანა.

 

47 წლის სამუელ პატი გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ აბდულაჰ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა.

 

მომხდართან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან დამნაშავის მშობლებიც.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მკვლელობას „ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

 

ანზოროვის ნათესავების გარდა, დააპატიმრეს რადიკალი რელიგიური მოღვაწე, საფრანგეთის იმამთა საბჭოს წევრი აბდელჰაკიმ სეფრიუი და ბრაჰიმ შნინა. სწორედ მათ გაავრცელეს სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა, რომ გაკვეთილზე მომხდარი ინციდენტის გამო ისტორიის მასწავლებლისთვის „რაღაც მოეხერხებინათ".

 

სამუელ პატის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად პარიზსა და ქვეყნის სხვა დიდი ქალაქებში მასშტაბური აქციების გაიმართა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი