logo_geo
კონგოს ერთ-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 900-ზე მეტი პატიმარი გაიქცა
- +

20 ოქტომბერი. 2020. 18:56

 

 

კონგოს ერთ-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 900-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. მსჯავრდებულები შეიარაღებულმა მებრძოლებმა ციხეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გაათავისუფლეს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მებრძოლები შენობაში, ცენტრალური შესასვლელიდან შეიჭრნენ.

 

ვარაუდობენ, რომ თავდასხმის უკან, ისლამისტური დაჯგუფება „მოკავშირე დემოკრატიული ძალები“ დგას, თუმცა დაჯგუფებას ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არ აუღია.

 

ოპერაციის დასრულების შემდეგ, საპატიმროში მხოლოდ 110 პატიმარი დარჩა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი