logo_geo
აშშ-ში რუსეთისგან მიღებული სუნთქვის 45 აპარატი გაანადგურეს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 03:10

 

 

აშშ-ში გაზაფხულზე რუსეთისგან მიღებული სუნთქვის 45 აპარატი გაანადგურეს.

 

ამის შესახებ გამოცემა „ბაზფიდი“ აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე (FEMA) დაყრდნობით იუწყება.

 

მაისში სააგენტომ გამოცემა „ბაზფიდს“ განუცხადა, რომ სუნთქვის აპარატები ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიშია დასაწყობებული, რადგან მათთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების შესახებ გახდა ცნობილი.

 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ  ამ მოდელის რამდენიმე მოწყობილობას რუსეთის საავადმყოფოებში ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, ქვეყნის ხელისუფლებამ კი, მათი წარმოება შეაჩერა.

 

რუსეთმა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატები აშშ-ში სხვა სამედიცინო აღჭურვილობასთან ერთად გაგზავნა.

 

კრემლში აცხადებდნენ, რომ ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება.

 

მაგრამ მალე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ტვირთის დიდ ნაწილში ფული გადაიხადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი