logo_geo
ნიგერიაში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 10:57

 

 

BBC-ის ინფორმაციით, ნიგერიის ქალაქ ლაგოსში გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ ცეცხლი გახსნა, რა დროსაც მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.

 

გამოცემის მიხედვით, აქციის მონაწილეები ქუჩაში პოლიციის მხრიდან გახშირებული ძალადობის ფაქტებს აპროტესტებდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა მათ მიმართ სროლა დაიწყეს. მომხდარს ნიგერიის ხელისუფლება გამოეხმაურა. მათი თქმით, დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება და თითოეული დამნაშავე პასუხს აგებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი