logo_geo
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყო
- +

21 ოქტომბერი. 2020. 13:37

 

 

აშშ-ის ფარმაცევტულმა გიგანტმა „Pfizer“-მა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყო. „Forbes“-ის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე რამდენიმე ასეული ათასი დოზა იქნება წარმოებული.

 

კომპანია აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოებისგან ვაქცინის რეალიზაციის დასაწყებად შესაბამის ნებართვას ელოდება. ამ ნებართვის გაცემა ნოემბრის დასაწყისში იგეგმება.

 

იმ შემთხევაში, თუ კომპანია აშშ-ის ხელისუფლებისგან დადებით პასუხს მიიღებს, ის წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონ დოზას გამოუშვებს, ხოლო მომავალ წელს ვაქცინის წარმოებას 1,3 მილიარდ დოზამდე აიყვანს.

 

აშშ-ის გარდა ვაქცინების გაგზავნა სხვა ქვეყნებშიც იგეგმება.

 

ცნობისთვის, კომპანია „Pfizer“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე გერმანულ კომპანია „BioNTech“-თან ერთობლივად მუშაობს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე აცხადებდა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ქვეყანაში არჩევნებამდე შეიქმნება, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, „Pfizer“-ის მიერ ვაქცინის რეალიზაციისთვის აუცილებელი ნებართვის მიღება არჩევნებამდე ვერ მოესწრება.

 

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე ათეულობით კომპანია მუშაობს, თუმცა, ვაქცინის შექმნის დასკვნით, მესამე ფაზამდე მხოლოდ ათი კომპანია მივიდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი