logo_geo
არაღიარებული მთიანი ყარაბაღი: აზერბაიჯანთან ბრძოლას კიდევ 62 ჯარისკაცი ემსხვერპლა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 18:12

 

 

„აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდაცვით ოპერაციებს კიდევ 62 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით სომხური მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 834-მდე გაიზარდა.

 

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი