logo_geo
რომის პაპი: ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირის შესახებ კანონის მიღებაა საჭირო
- +

21 ოქტომბერი. 2020. 19:12

 

 

რომის პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირის შესახებ კანონის მიღება არის საჭირო.

 

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News ავრცელებს.

 

„ჰომოსექსუალებს უფლება აქვთ, ოჯახის ნაწილი იყვნენ. ისინი ღვთის შვილები არიან და ოჯახის უფლება აქვთ. არავინ უნდა განდევნონ ან გააუბედურონ ამის გამო. სამოქალაქო კავშირის შესახებ კანონი უნდა შევქმნათ. ამ გზით ისინი სამართლებრივად დაცულნი იქნებიან“, - განაცხადა რომის პაპმა დოკუმენტურ ფილმში „ფრანცისკე“.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი