logo_geo
ჯარედ ლეტო ჯოკერის როლს დაუბრუნდება
- +

22 ოქტომბერი. 2020. 11:35

 

 

ფილმის „სამართლიანობის ლიგა“ ზაკ სნაიდერის ვერსიაში ჯოკერის როლს ჯარედ ლეტო შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა „The Hollywood Reporter“ იტყობინება.

 

გამოცემის ინფორმაციით, ლეტო „სამართლიანობის ლიგის“ დამატებით გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას და ფილმი სურათ „თვითმკვლელთა რაზმის“ სიუჟეტურ ხაზს გააგრძელებს, რომელშიც ლეტომ DC-ის კომიქსების საკულტო გმირი პირველად განასახიერა.

 

ზაკ სნაიდერის „სამართლიანობის ლიგის“ გადაღებებს HBO Max-ი აფინანსებს. 4-სერიანი პროექტი სტრიმინგ-სერვისზე მომავალ წელს გავა.

 

„სამართლიანობის ლიგის“ პრემიერა 2017 წელს შედგა. სურათის გადაღება სწორედ სნაიდერმა დაიწყო, მაგრამ მაისში, ქალიშვილის გარდაცვალების გამო პროექტს გამოეთიშა და ის ჯოს უიდონმა ჩაანაცვლა. შედეგად, ფილმმა ბევრი ცვლილება განიცადა და კრიტიკოსების და მაყურებლების უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. კომიქსების მოყვარულები მას შემდეგ სურათის სნაიდერის ვერსიის გამოშვებას ითხოვდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი