logo_geo
კორონავირუსის გამო, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საშობაო ბაზრობა აღარ გაიმართება
- +

22 ოქტომბერი. 2020. 15:10

 

 

​კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სტრასბურგში საშობაო ბაზრობა აღარ გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა ჟანა ბერსეგიანმა „ლა ფიგაროსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

 

სტრასბურგის საშობაო ბაზრობა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და მას ყოველ წელს ათასობით ადამიანი ესწრება.

 

სტრასბურგში კორონავირუსი პანდემიის პირველი ტალღის დროს ფართოდ გავრცელდა. ახლა ქალაქში ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება.

 

საშობაო ბაზრობების გაუქმების გადაწყვეტილება ასევე მიიღეს პარიზსა და ბორდოშიც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი