logo_geo
მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 23:26

 

 

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 423 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 6.4 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 41.1 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1.1 მილიონზე მეტი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი