logo_geo
პოლონეთში აბორტი თითქმის სრულად აიკრძალება
- +

23 ოქტომბერი. 2020. 02:19

 

 

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომელიც ქალებს, ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაში, აბორტის უფლებას აძლევს.

 

გამონაკლისის სახით ქვეყანაში აბორტის გაკეთება მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად დაორსულების დროს და იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დედის ჯანმრთელობას უკიდურესი საფრთხე დაემუქრება.

 

კანონმდებლობის გამკაცრების მოწინააღმდეგეებმა ვარშავის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

 

 

big_banner
არქივი