logo_geo
ილჰამ ალიევი: სამხედროებმა მთიანი ყარაბაღის 4 რაიონში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლეს
- +

23 ოქტომბერი. 2020. 19:16

 

 

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიანი ყარაბაღის 4 რაიონში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ტვიტერზე“ ავრცელებს.

 

„აზერბაიჯანულმა ჯარმა გაათავისუფლა 2 სოფელი ხოჯავენდის, 5 სოფელი ჯებრაილის, 2 - ზანგილანის და 4 - გუბადლის რაიონში“ - წერს ალიევი „ტვიტერზე“

 

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე  არ წყდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი