logo_geo
კომენდანტის საათის დაწესება საფრანგეთს 2 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდება
- +

23 ოქტომბერი. 2020. 22:39

 

 

კორონავირუსის პანდემიის გამო კომენდანტის საათის დაწესება საფრანგეთს 2 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდება. ამის შესახებ რადიო Europe 1-თან საუბარში საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა.

 

მისი განცხადებით, საუბარია ექვსი კვირის განმავლობაში ქვეყნის 56 დეპარტამენტში დაწესებულ კომენდანტის საათზე. მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით 9 მილიარდი ევრო გამოყო, საიდანაც 6 უკვე დახარჯულია.

 

ბრუნო ლე მერის განცხადებით, საფრანგეთი ეკონომიკის ძველ ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი