logo_geo
ავღანეთში საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:29

 

 

ავღანეთში, ქაბულში, საგანმანათლებლო ცენტრზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას, სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი, საიდ ჯემი აცხადებს, რომ შემთხვევისას კიდევ 30 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ჯემი არ გამორიცხავს, რომ ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს.

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე სწორედ საგანმანათლებლო ცენტრი იყო.

 

თალიბანი მომხდართან კავშირს უარყოფს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი