logo_geo
ანტონიო გუტიერეში: დღევანდელ სამყაროში ერთი საერთო მტერი გვყავს
- +

24 ოქტომბერი. 2020. 22:49

 

 

„დღევანდელ სამყაროში ერთი საერთო მტერი გვყავს - COVID-19. გლობალური მშვიდობის მისაღწევად დროა ძალისხმევა გავაძლიეროთ“, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გაერო-ს 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა.

 

„ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიღარიბეს, უთანასწორობას, შიმშილსა და სიძულვილს სამუდამოდ მოვუღოთ ბოლო“, - დასძინა გუტიერეშმა.

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის თვეებში ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 

 

„გაერო თქვენს გვერდით არის და ის თქვენ გეკუთვნით, ის თქვენ ხართ", - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი