logo_geo
Tik-Tok-ის ვარსკვლავი პირდაპირ ეთერში ყოფილმა ქმარმა მოკლა
- +

25 ოქტომბერი. 2020. 00:03

 

 

30 წლის ლამუ ა სიჩუანიდან, იყო Douyin-ის ვარსკვლავი იყო, რომელიც Tik-Tok ჩინური ვერსიაა. როდესაც გოგონა 14 სექტემბერს პირდაპირ ეთერში გავიდა 782 000 გამომწერთან, რაღაც საშინელება მოხდა - მოულოდნელად ეკრანი გაშავდა, შემდეგ კი თაყვანისმცემლებმა გოგონას ყბირილი გაიგონეს...

 

ამის შემდეგ პოპულარული გოგონას ანგარიშზე ორი დღის განმავლობაში არანაირი აქტივობა არ მომხდარა, სანამ მისმა დამ არ გაამხილა, რომ ლამუს ყოფილი ქმარი სასტიკად გაუსწორდა.

 

როგორც ჩინური გამოცემა Beijing Youth Daily იუწყება, პირდაპირი ეთერის დროს, ბლოგერის სახლში ყოფილი ქმარი ბენზინით და ნაჯახით ხელში შეიჭრა, გოგონას ოჯახის წევრების თვალწინ გადაასხა მას აალებადი სითხე და ცეცხლი წაუკიდა... ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მისი ოჯახის წევრებმა გონზე მოსვლაც ვერ მოასწრეს...

 

ლამუ სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულის 90% დამწვრობა აღენიშნებოდა. ექიმები ორი კვირის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლისთვის, თუმცა საბოლოოდ, ეს მაინც ვერ მოახერხეს - ლამუ ა 1 ოქტომბერს გარდაიცვალა...

 

სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე დააკავეს, მაგრამ მისი საშინელი ქმედების მოტივი ჯერჯერობით ბოლომდე გაურკვეველია. ზოგიერთი ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ვერ შეეგუა განქორწინებას, რომლის მიზეზიც ქმრის მხრიდან მუდმივი ოჯახური ძალადობა გახდა.

 

უკანასკნელი ვიდეოში, რომელიც ლამუმ თავის გვერდზე გამოაქვეყნა, გოგონა ღიმილით ასრულებდა ტიბეტური ტრადიციულ სიმღერას და თან გამომწერებს ყველაფერი საუკეთესო უსურვებდა. გოგონას ორი შვილი დარჩა.

 

 

.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი