logo_geo
რუსეთში კორონავირუსის 16 710 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

25 ოქტომბერი. 2020. 12:06

 

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მზარდია რუსეთში. ოფიციალური სტატისტიკით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 16 710 ადამიანს დაუდასტურდა, 229 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 25 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1,5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,1 მილიონს აჭარბებს, 26 050 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

კვლავ ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის  დედაქალაქში - მოსკოვში 4 455 ადამიანს დაუდასტურდა  კოვიდ-ინფექცია.

 

big_banner
არქივი