logo_geo
მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
- +

25 ოქტომბერი. 2020. 16:49

 

ბელარუსის დედაქალაქში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ქალაქში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკა. დღეს იწურება ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ოპოზიციის მიერ წარდგენილი ულტიმატუმის ვადა.

 

ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი პაველ ლატუშკო მოქალაქეებს 26 სექტემბრიდან საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს.

 

„ჩვენ ერთად გავდივართ გადამწყვეტ და საბედისწერო ეტაპზე, რათა რეჟიმს უკანასკნელი დარტყმა მივაყენოთ. მსოფლიო ისტორია აჩვენებს, რომ ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ გაუძლია ეროვნული გაფიცვების წინაშე. ვერ ეს გაუძლებს“, – ნათქვამია ლატუშკოს განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ ავრცელებს.

 

დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს დღეს ოპოზიციის ლიდერმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამაც მიმართა.

 

„ძალოვანი სტრუქტურების თითოეული თანამშრომელი დღეს თავად ირჩევს, ვის იცავს: თავის ხალს თუ თავის უფროსებს“, – ნათქვამია ოპოზიციის ლიდერის განცხადებაში.

 

ტიხანოვსკაიას თქმით, ქვეყნის მოსახლეობამ თავისი არჩევანი 9 აგვისტოს გააკეთა.

 

ოპოზიცია ლუკაშენკოსგან 25 ოქტომბრამდე თანამდებობის დატოვებას, ძალადობის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო გამოსვლებს, მასობრივ გაფიცვასა და გზების ბლოკირებას აანონსებდა.

 

 

big_banner
არქივი