logo_geo
ზელენსკის პარტია უკრაინაში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე დამარცხდა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 10:55

 

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამარცხდა. ამის შესახებ გამოცემა „სტრანას“ მთავარი რედაქტორი იგორ გუჟვა იუწყება.

 

მისი ინფორმაციით, უკრაინის დიდ ქალაქებში ზელენსკის პარტიის წარმომადგენლები მეორე ტურშიც კი არ გავიდნენ. გუჟვას ინფორმაციით, საერთო ჯამში გამოჩნდა, რომ ქვეყანაში ორი ძირითადი პარტია ჩამოყალიბდა - „ევროპული სოლიდარობა“ და „ოპოზიციური პლატფორმა - ცხოვრებისთვის“.

 

კიევის, ხარკოვის და ოდესის მერის არჩევნებზე მოქმედი ხელმძღვანელები ვიტალი კლიჩკო, გენადი კერნესი და გენადი ტრუხანოვი ლიდერობენ. ამის შესახებ ტელეკომპანია „უკრაინა - 24“ იუწყება.

 

არჩევნების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული გამოკითხვა ჩატარდა. უკრაინის მოსახლეობის 81 პროცენტმა მხარი დაუჭირა უვადო პატიმრობას დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე, უკრაინელების 45 პროცენტმა მხარი დაუჭირა დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას, გამოკითხულთა 95 პროცენტმა უმაღლესი რადის ერთი მესამედით შემცირებას დაუჭირა მხარი, ხოლო 70 პროცენტმა სამედიცინო მიზნებში მარიხუანის ლეგალიზებას მისცა ხმა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში 25 ოქტომბერს გაიმართა.

 

 

big_banner
არქივი