გერმანიის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი თომას ოპერმანი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოპერმანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას გერმანიის შრომის მინისტრი ჰუბერტუს ჰეილიც ადასტურებს. როგორც ჰეილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი დღეს მოულოდნელად დაიღუპა.