logo_geo
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 11:46

 

 

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, ბოიკო ბორისოვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ბორისოვი რამდენიმე დღის წინ თვითიზოლაციაში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილისგან, ნიკოლაი ნანკოვისგან გადაედო.

 

ნანკოვისა და ბორისოვის ბოლო შეხვედრა 18 ოქტომბერს შედგა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბულგარეთში კორონავირუსის 37 889 შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი