logo_geo
კამერუნში სკოლაზე თავდასხმას ბავშვები ემსხვერპლა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 13:20

 

 

კამერუნში სკოლას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. გაერო-ს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 8 ბავშვი დაიღუპა, 12-მდე დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.

 

მამაკაცები ადგილზე მოტოციკლებით მივიდნენ. მათ სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ და მაჩეტეებიც ჰქონდათ თან.

 

„ეს სასწავლო წლის დაწყებიდან ყველაზე საზარელი ბოროტმოქმედებაა“, - განაცხადეს გაეროში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი