logo_geo
არიე შიმრონი: იერუსალიმში აღმოჩენილია ლურსმნები, რომლითაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს
- +

26 ოქტომბერი. 2020. 13:58

 

 

მკვლევარებმა ისრაელიდან განაცხადეს, რომ მათ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს.

 

დოქტორმა არიე შიმრონმა გამოაქვეყნა თავისი გამოკვლევა, რომლის თანახმად, პირველი საუკუნის სამარხში, კაიაფა მღვდელმთავრის განსასვენებელში, აღმოჩენილია სწორედ ის ლურსმნები, რომლებითაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.

 

მეცნიერის თქმით, ლურსმნები კარგადაა შენახული და მთლიანად გაქვავდა.

 

„ჟანგსა და სხვა ნალექს შორის ლურსმნებზე ძვლის მიკროსკოპული ფრაგმენტები ვიპოვეთ“, - განაცხადა შიმრონმა.

 

მისი თქმით, ითვლებოდა, რომ ჯვარცმის დროს გამოყენებულ ლურსმნებს ძლიერი სამკურნალო თვისებები ჰქონდა და ამიტომ ისინი ამულეტების სახით ინახებოდა. ამრიგად, შიმრონის ვარაუდით, ლურსმნებს კაიაფა ინახავდა.

 

ისრაელში აღნიშნეს, რომ დოქტორ არიე შიმრონის კვლევა მეცნიერებისათვის საინტერესოა, თუმცა, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ამ ლურსმნებით სწორედ ქრისტე აცვეს ჯვარს. ეს ნიშნავს, რომ ამ ლურსმნებით, შესაძლოა, ჯვარს ასობით ადამიანიდან ნებისმიერი ყოფილიყო ჯვარცმული, ვინც რომაული კანონმდებლობა დაარღვია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი