logo_geo
ილჰამ ალიევი: თურქეთის „F-16“-ის ტიპის თვითმფრინავები უცხოური აგრესიის შემთხვევაში იქნება გამოყენებული
- +

26 ოქტომბერი. 2020. 14:30

 

 

„თურქეთის „F-16“-ის ტიპის თვითმფრინავები უცხოური აგრესიის შემთხვევაში იქნება გამოყენებული“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

 

ალიევის თქმით, ვისაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ჰუმანიტარული ზავი სურს, პარალელურად სომხეთს იარაღს უგზავნის.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ბაქო ცეცხლის შეწყვეტას ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის მიზნით დათანხმდა, თუმცა, ერევანმა შეთანხმება რამდენიმე წუთში დაარღვია.

 

ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის არმიამ მთიან ყარაბაღში კიდევ 17 სოფელზე დაამყარა კონტროლი. აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ სომხები სისტემატურად ჩასახლდნენ აზერბაიჯანის ისტორიულ მიწებში, სამხრეთ კავკასიის ეთნიკური რუკის შეცვლის მიზნით. ალიევმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არც კი ცდილობდნენ, ზეწოლა მოეხდინათ სომხეთზე, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოა.

 

„კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობით ან ომით. ჩვენ მზად ვართ, შევჩერდეთ, როგორც კი ერევანი წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხური ჯარების გაყვანის რეალურ გრაფიკს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი