logo_geo
რუსეთის მორგები „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ცხედრებით არის გადავსებული
- +

26 ოქტომბერი. 2020. 15:08

 

 

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს რეკორდული მატებაა პანდემიის დაწყებიდან. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

ამავე პერიოდის განმავლობაში გარდაიცვალა 219 პაციენტი. უკვე ერთი კვირაა რუსეთში covid-19-გან გარდაცვლილ პაციენტთა დღიური მაჩვენებელი 200-ზე დაბლა არ იწევს.

 

„Вконтакт“-ის ჯგუფში „инцидент кузбасс“  ვიდეო გავრცელდა, რომელიც ქალაქ ნოვოკუზნეცკის მორგშია გადაღებული, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამები შავ პარკებშია მოთავსებული. ვიდეოს ავტორის კომენტარიც მოჰყვება, რომელიც ამბობს, რომ იქ უამრავი გვამია.

 

„ყველგან გვამია. რომ გაიარო, მათ თავებზე უნდა დააბიჯო“, - ამბობს ვიდეოს ავტორი.

 

BBC-ის ინფორმაციით, ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა ქალაქ ბარნაულში, სადაც გარდაცვლილთა გვამები, მორგების გადავსებულობის გამო, პირდაპირ საავადმყოფოს სარდაფში მოათავსეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა ნათესავები ცხედრების გადასვენებას კარანტინის გამო ვერ ახერხებენ.

 

ცნობისთვის, პამდემიის დაწყებიდან რუსეთში კორონავიორუსის 1 531 224 შემთხვევა დაფიქსირდა. 1 146 096 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 269 პაციენტი გარდაიცვალა.

 

https://vk.com/video-30689481_456239952

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი