logo_geo
ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, არ შეიძინონ ფრანგული პროდუქცია
- +

26 ოქტომბერი. 2020. 17:02

 

 

თურქეთს პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, არ შეიძინონ ფრანგული პროდუქცია. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.

 

ერდოღანი კვლავ აგრძელებს მკაცრ კრიტიკას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიმართ, როგორც თავად აცხადებს, „მუსლიმებისადმი დამოკიდებულების“ გამო.

 

გასულ კვირას, ერდოღანმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონს „მუსლიმების მიმართ დამოკიდებულების“ გამო მკურნალობა ესაჭიროება, რასაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ანკარიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოხმობით უპასუხა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი