logo_geo
დაღესტანში 5 ადამიანი ციმბირული წყლულით დაავადდა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 18:11

 

 

დაღესტანში 5 ადამიანს ციმბირული წყლულით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ სააგენტო „ТАСС“-ს ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებაში აცნობეს.

 

ყველა ინფიცირებული სპეციალურ ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალოდ მძიმე. ყველა მათგანს კანზე ინფექციის შესაბამისი გამოვლინება აღენიშნება.

 

დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ პაციენტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან ინფიცირდნენ, როდესაც პირუტყვის დაკვლის შემდეგ ხორცს ამუშავებდნენ.

 

ცნობისთვის, ციმბირული წყლული - განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს, ძირითადად, შინაური ცხოველებისგან გადაეცემა. მისი გამოვლინებაა ინტოქსიკაცია და კანზე ანთებითი პროცესების განვითარება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი