logo_geo
ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 02:50

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 42 966 344 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 152 604 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 435 528 ახალი შემთხვევა დადასტურდა. წინა დღეებში ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 22 ოქტომბერი - 442 890 შემთხვევა, 23 ოქტომბერი - 460 538 შემთხვევა, 24 ოქტომბერი - 478 700 შემთხვევა, 25 ოქტომბერი - 441 268 შემთხვევა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი