logo_geo
ბელარუსში სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 10:48

 

ბელარუსში გუშინ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა და პენსიონრებმა საპროტესტო მსვლელობები მოაწყვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters  ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საპორტესტო აქციებს ასობით სტუდენტიც შეუერთდა.

 

ადამიანის უფლებების ცენტრის, „ვესნას“ ცნობით, გუშინ გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა სულ მცირე 235 ადამიანი დააკავეს.

 

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უარყო ინფორმაცია საყოველთაო გაფიცვის დაწყების შესახებ და განაცხადა, რომ ყველა მსხვილი სამრეწველო კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი