პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მდებარე რელიგიურ სემინარიაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. Reuters-ის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან.
ადგილობრივი სამართალდამცავების თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერება პოლიეთილენის პარკში იყო მოთავსებული.