logo_geo
ხვალიდან ჩეხეთში ღამის საათებში გარეთ გასვლა აიკრძალება
- +

27 ოქტომბერი. 2020. 11:03

 

 

ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ჩეხეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა. ხვალიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას ქუჩაში გასვლა 21:00-დან დილის 5 საათამდე აეკრძალება.

 

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განცხადებით, აქამდე მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა 5 მარტს შევიდა ძალაში. ქვეყანაში სკოლები და უნივერსიტეტები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, დაიხურა რესტორნები და ბარები. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 268 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 2365 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი