logo_geo
რუსეთში, პანდემიასთან დაკავშირებით, შეზღუდვები მკაცრდება
- +

27 ოქტომბერი. 2020. 12:41

 

 

რუსეთში, „როსპოტრებნადზორის“ გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, საპარკინგე ადგილებსა და ლიფტებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

საღამოს 11:00-ის შემდეგ 06:00-მდე კაფეებისა და რესტორნების მუშაობა იკრძალება.

 

შეზღუდვები ძალაში 28 ოქტომბრიდან შევა.

 

ბოლო დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსის 16 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 320 პაციენტი გარდაიცვალა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი